"საქართველო რუსეთის ჩრდილში"- ღარიბაშვილი კრემლთან ახლო კავშირში მყოფი ლიდერებისთვის მაგალითად იქცა

04.05.23 20:13
"საქართველო რუსეთის ჩრდილში"- ღარიბაშვილი კრემლთან ახლო კავშირში მყოფი ლიდერებისთვის მაგალითად იქცა

"ღარიბაშვილი იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მოახერხოს, პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრება"-  უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები  რუსული მედიის მთავარ თემად უკვე იქცა. 

ორბანის ქება საქართველოს პრემიერისთვისაც  ძალიან სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა. ღარიბაშვილს არც უხერხულობა  უგრძნია და არც ერთი წამით გაუპროტესტებია, რომ ევროპის მაღალი ტრიბუნიდან პრაქტიკულად პუტინის მოკავშირედ გამოაცხადეს.   

შუაგულ ევროპაში ორი  ქვეყნის ლიდერი  ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. კონსერვატორების შეკრებიდან მთელს ევროპას  ეუბნებოდნენ, რომ მათი მეგობრობა მტკიცეა. ღარიბაშვილი, რომელმაც დასავლეთში  ერთადერთი მოკავშირე პროპუტინისტი ორბანი ნახა,  უნგრელ ხალხს ულოცავდა, რომ  ასეთი "ბრძენი", "მებრძოლი" და ქრისტიანი ლიდერი ჰყავთ.  დღევანდელმა  განცხადებამ  გააჩინა განცდა, რომ ღარიბაშვილმა წინასწარვე კარგად იცოდა,  სად მიდიოდა და რისი მოსმენა სურდა.