ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლა "ოცნების" ევროპელმა პარტნიორებმაც დაგმეს

04.05.23 20:00
ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლა "ოცნების" ევროპელმა პარტნიორებმაც დაგმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) გამოსვლა "ქართული ოცნების" ევროპულმა პარტნიორებმაც დაგმეს - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროპელი სოციალისტების პარტიამ გაავრცელა. 

PES-ის ვიცე-პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს.

"პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა რჩება", - განაცხადა ქეთი პირიმ.

"ქართული ოცნების მაღალჩინოსანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას CPAC-ის რეკლამირება მოახდინა და ორბანს ევროპის ნამდვილი დამცველი უწოდა" - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ PES-ის პოლიტიკური ჯგუფის წევრია საქართველოს მმართველი პარტია. სწორედ ისინი ლობირებდნენ "ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტში. 

ზუსტად ერთ თვეში პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ჯგუფში ყოფნის საკითხზე იმსჯელებენ.