სროლა და ხელჩართული ჩხუბი ვერაზე - მოკლულია ერთი ადამიანი

სროლა დედაქალაქის ცენტრში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველები, რომლებიც გოგებაშვილის ქუჩაზე, მომხდარს შეესწრნენ, "პირველებს" უყვებიან, რომ სროლის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სროლის ხმა დიდხანს გაგრძელდა.
თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. სროლას კი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. სასწრაფო ადგილზე მომხდარიდან 15 წუთის შემდეგ მივიდა.