პრემიერი თანასწორობის წინააღმდეგ - ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერია
საქართველოს ჰყავს პრემიერი, რომელსაც უმცირესობების უფლებები არ აინტერესებს - ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეები დაახარისხა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ის პატივს მხოლოდ უმრავლესობის აზრს სცემს. ხშირად ახსენებდა, ოჯახს, ტრადიციებს და ქრისტიანობას და სწორედ რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებით პრაქტიკულად ცდილობდა, ძალადობის წახალისებას. ღარიბაშვილმა დღეს ღიად მოახდინა იმის დეკლარირება რომ მისთვის ყველა თანასწორი არ არის.
დედა დედაა, მამა მამაა - ეს განცხადებები უკვე საქართველოს პარლამენტში ისმოდა. მწყობრი მესიჯ-ბოქსით უმრავლესობის წევრები დღეს ღარიბაშვილის გამოსვლის გაკეთილშობილებას ცდილობდნენ. პარლამენტში გაკეთებული ყველა განცხადება იდენტური იყო.
პრემიერი თანასწორობის წინააღმდეგ - პრემიერის მძიმე განცხადებები და შეგასებები თბილისში, ნახეთ ხატია სამზხარაძის რეპორტაჟში