ღარიბაშვილს ტროლები წაუშალეს
როდემდე იქნება მთავრობის ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში? - მედია მკვლევარები პრემიერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ურჩევენ. ღარიბაშვილის ტყუილების გამავრცელებელი ქსელი უკვე 24 საათია დაბლოკილია, თუმცა პრემიერის ოფისს ჯერ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ათეულობით ანგარიში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან და ბიუჯეტიდან ათეულობით ათასს ხარჯავდა, მხოლოდ იმაში, რომ ღარიბაშვილის საქებარი და ოპოზიციის გასაშავებელი პროპაგანდა ეწარმოებინა.
დაბლოკილი ანგარიშების უკან ექსპერტები რუსულ კვალს და რუსულ ხელწერას ხედავენ. თუმცა ასეთი რამ პუტინსაც არ უკადრია. ღარიბაშვილმა ტროლების ფაბრიკა პირდაპირ მთავრობაში შექმნა. უფრო მეტიც - როგორც ირკვევა მთავრობის სტრატკომში დასაქმებული ადამიანები ყალბი ანგარიშების სამართავად რუსეთის მოქალაქეების ფოტოებსაც იყენებდნენ და მათი სახელით ინტერვიუებსაც არიგებდნენ. დეპარტამენტი, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით შეიქმნა, რეალურად ანტიდასავლური კამპანიით და ხალხისთვის მორალური ტერორის მოწყობით არის დაკავებული.
საიდან იმართეობოდა, ყალბი ამბების მთელი სქელი, რომელიც ფეისბუქმა გაშიფრა - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.