შიდაპარტიული არჩევნები შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

04.05.23 21:16
შიდაპარტიული არჩევნები შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

გახდება თუ არა შიდაპარტიული არჩევნები მორიგი დაპირისპირების მიზეზი "ნაციონალურ მოძრაობაში"? - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებს უარი თქვას არჩევნებზე, რომელმაც შესაძლოა, პარტიაში თავდასხმების ახალი კერები გააჩინოს. ნიკა მელია ყველას ურჩევს, რომ  კონცენტრირება მიხეილ სააკაშვილის გარშემო მოხდეს, რადგან რამდენიმე კვირაში სტრასბურგი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ ფონზე კი მელიას შიდა კონფლიქტი პარტიაში  დაუშვებლად მიაჩნია. 

ამ მოწოდების მიუხედავად გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ანუ მელია და ხაბეიშვილი ისევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და რაიმე შეთანხმების პერსპექტივაც არ ჩანს.

"არჩევნები ჩანიშნულია და ეს ჭირდება პარტიას გაძლიერებისთვის" - ასე პასუხობს  "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი  თავმჯდომარე ყოფილს.  ლევან ხაბეიშვილმა დღეს რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნებს ვრცელი ბრიფინგი მიუძღვნა.  რეგიონებში არჩეული კანდიდატები კი ავტომატურად პარტიის  პოლიტსაბჭოს მანდატებსაც მიიღებენ.

არჩევნები ენმ-ში - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში