"პირველებმა" ვერაზე მოკლული კაცის ვინაობა დაადგინა

04.05.23 21:35
"პირველებმა" ვერაზე მოკლული კაცის ვინაობა დაადგინა

პირველების ინფორმაციით, ვერაზე მოკლული კაცი საბა გახოკიაა. 40 წლამდე კაცი რამდენიმე საათის წინ, ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს. 

რაც შეეხება ორიდან ერთ-ერთ დაჭრილს ის ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა".

ერთ-ერთი ვერსიით, "გიჩოს" რამდენიმე პირი საცხოვრებელი სახლთან დახვდა და ძველ კონფლიქტის გამო დაუპირისპირდა.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გარჩევისას "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. 

მსგავსი სიახლეები