"საქართველო განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს" - კალაძემ სიმონიანის ქება დაიმსახურა

04.05.23 22:00
"საქართველო განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს" - კალაძემ სიმონიანის ქება დაიმსახურა

კახა კალაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქება დაიმსახურა. 

სიმონიანი Telegram-არხზე თბილისის მერის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და წერს: "საქართვეო ამ სიტუაციაში განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს"

რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ, სამთავრობო ტელევიზიაში თქვა, რომ სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება დააზიანებს "გაჭირვებულ ხალხს,  ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს, იმისთვის, რომ ოჯახში რაღაც პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანოს".