"კარგი იდეაა, შთამაგონეთ, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო" - კრამონი კალაძეს

05.05.23 10:36
"კარგი იდეაა, შთამაგონეთ, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო" - კრამონი კალაძეს

ვიოლა ფონ კრამონი კახი კალაძეს განცხადებას პაასუხობს, რომელმაც არ გამორიცხა ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში კანდიდატად წარადგინოს.

ევროპარლამენტარმა "ოცნების" ლიდერის განცხადების პასუხად იხუმრა, რომ კალაძის იდეა მოსწონს და ამ საკითხზე მუშაობა შესაძლებელია. 

"კარგი იდეაა, ბატონო კახი კალაძე. 

თქვენ შთამაგონეთ მე - რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. 

[ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!] ,- წერს კრამონი.