ქართული კოშმარი მუშაობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ - ლექსმანი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე

05.05.23 10:41
ქართული კოშმარი მუშაობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ - ლექსმანი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი PES-ის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო და მომდევნო სხდომაზე "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს. 

"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ".- წერს ლექსმანი.