თბილისში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქოლ-ცენტრია აღმოჩენილი - ვის ეკუთვნის ოფისები, რომლებიც პოლიციამ დალუქა

05.05.23 11:33
თბილისში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქოლ-ცენტრია აღმოჩენილი - ვის ეკუთვნის ოფისები, რომლებიც პოლიციამ დალუქა

თბილისში, სავარაუდოდ კიდევ ერთი ქოლ ცენტრია აღმოჩენილი. აღმაშენებლის გამზირზე ფინანსურმა პოლიციამ ორი ოფისი დალუქა. სავარაუდოდ, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და წაიღეს დოკუმენტაციაც. ადგილზე საგამოძოებო მოქმედებები უკვე დასრულდა.

უწყებაში ამბობენ, რომ შეტყობინება, სავარაუდო ქოლ ცენტრის არსებობასთან დაკავშირებით, უწყებაში ანონომურად შევიდა. 

ადგილზე არის სათვალთვალო კამერა, სწორედ ამიტომ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს არ გაუჭირდებათ იმ ადამიანების მოძებნა, ვინც ამ ოფისში მუშაობენ. 

ჯერჯერობით უცნობია, გადაყვანილი არიან თუ არა ის თანამშრომელბი გამოკითხვაზე, რომლებიც აღნიშნულ ოფისებშ მუშაობენ. 

აღმაშენებლის 75-ში მდებარე შენობა ეკუთვნის შპს "მისანს", რომელთა საკმაოდ მსხვილი მეწილეები არიან ლონგულ ჭკუასელი და დავით ვაშაძე. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება თავად ამ შენობის მფლობელებთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ოფისები გაქირავებული და ვის მიაქირავეს, ან თუ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ოფისებში სავარაუდო ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ. 

გავრცელდა ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფართის და შენობის მფლობელი იყოს გიორგი ვაშაძე. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა სტრატეგია აღმაშენებელში. პარტიაში ამბობნე, რომ ქოლ-ცენტრებს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. 

ამ ქოლ-ცენტრეზე რომ ლაპარაკობდნენ, მე მეგონა, რომ რამე მტკიცებულებებზე იყო დაფუძნებული. სისულელე სრული. სისულელეა სრული, მას არანაირი შეხება არ აქვს და ნახავთ ამას. უბრალოდ ეს სჭირდებათ პროპაგანდისტვის, ნახეთ, ყველა ადამიანი დაკავშირებულია ქოლ-ცენტრებთან, ამ დროს "ოცნება" არი დაკავშირებული ქოლ-ცენტრთან და ის უშლის ხელს აღნიშNულ საკითხე საგამოზიებო კომისიის შექმნას". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.