ღარიბაშვილის უწყება მესამე დღეა Facebook-ის წაშლილ ანგარიშებზე დუმს - მედია-ექსპერტები გამოძიების დაწყებაზე საუბრობენ
უკვე მესამე დღეა მთავრობის ადმინისტრაცია დუმს. ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურში უჭირთ თავის მართლება ფეისბუკის მიერ აღმოჩენილ და გამქრალ გვერდებზე. რატომ ხარჯავს ხალხის ფულს მთავრობა ხალხის მოსატყუებლად და პროპაგანდისს გასავრცელებლად? - მედია-ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ საკითხს გამოძიება სჭირდება, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას.
არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ საკითხს, თუმცა ალბათ საარჩევნო კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აქვს ადგილი, ვიანიდან სტრატკომთან დაკავშირებული პირები უნდა განვიხილოთ საჯარო მოხელეებად და შესაბამისად, მათი ქმედებები უნდა იყოს გარკვეულწილად კვლევის საგანი". - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.
შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.
Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.