არ ვიცი, ღირს თუ არა ისეთ პოლიტიკურ ჯგუფში დარჩენა, სადაც კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავენ - ნიკოლოზ სამხარაძე
"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ირწმუნება, რომ პრემიერს ბუდაპეშტის კონფერენციაზე ისეთი არაფერი უთქვამს, რაც სოციალ-დემოკრატებისთვის მიუღებელი შეიძლება ყოფილიყო. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ვერ ხედავს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფში დარჩენის აზრს, რომელიც მათ რომელიმე კონფერენციაში მონაწილეობას უკრძალავს.
არანაირი ევროპული ოჯახიდან ჩვენ არ გაგვირიცხავენ. არ ვიცი, ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა თუ კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი. იქ არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც სოციალ-დემოკრატებისთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. მაშინ თვითონ სოციალისტები როგორ თანამშრომლობენ იგივე იმ ადამიანებთან ან უნგრეთში ან აშშ-ში, რომლებიც იმ კონფერენციაზე გამოდიოდნენ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვარჩიოთ ქვეყნები ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან არ ვიმეგობროთ. ჩვენ უნდა ვიმეგორბოთ 27-ვე ქვეყანასთან, - ამბოლბს სამხარაძე.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.