არ გვინდა, გვირილა გვეჭიროს ხელში და ვამბობდეთ, ვინ მონაწილეობს ქოლ-ცენტრებში და ვინ არა - ნაცვლიშვილი

05.05.23 14:12
არ გვინდა, გვირილა გვეჭიროს ხელში და ვამბობდეთ, ვინ მონაწილეობს ქოლ-ცენტრებში და ვინ არა - ნაცვლიშვილი

ფინანსური პოლიცია არმაშენებლის გამზირზე ქოლ-ცენტრებს ეძებს - "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისია შექმნას, ქვეყანას პროპაგანდის რეჟიმში ამყოფებს და ტყუილ-მართალი ინფრომაციით ცდილობს დაადგინოს, ვინ მონაწილეობს ამ ქოლ-ცენტრებში და ვინ არა.

"ქართული ოცნება" მოეჭიდება ხოლმე რაღაც ინფორმაციებს, ტყუილს, მართალს თუ ნახევრად მართალს და უნდა, რომ პროპაგანდის რეჟიმში ამყოფოს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა, რომ გვირილა გვეჭიროს ხელში და ვამბობდეთ, ვინ მონაწილეობს ამ ქოლ-ცენტრებში და ვინ არა. სიმართლე უნდა გაირკვეს. სიმართლის გარკვევის გზა არის საგამოძიებო კომისია. ამ გზას "ქართული ოცნება" ბლოკავს. დასკვნა თავად გამოიტანეთ. თუ დამნაშავე და მონაწილე ამ ქოლ-ცენტრების პროცესში "ქართული ოცნება" არ არის, რატომ ბლოკავს ის ამ საკითხის გამოძიებას". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

აღმაშენებლის გამზირზე ფინანსურმა პოლიციამ ორი ოფისი დალუქა. სავარაუდოდ, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და წაიღეს დოკუმენტაციაც.

უწყებაში ამბობენ, რომ შეტყობინება, სავარაუდო ქოლ ცენტრის არსებობასთან დაკავშირებით, უწყებაში ანონომურად შევიდა. 

აღმაშენებლის 75-ში მდებარე შენობა ეკუთვნის შპს "მისანს", რომელთა საკმაოდ მსხვილი მეწილეები არიან ლონგულ ჭკუასელი და დავით ვაშაძე.