ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდაო, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ - გომელაური
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი შემცირებულია.
მინისტრი ჟურნალისტებს დღეს უმტკიცებდა, რომ კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით არასოწორ ციფრებს ფლობენ და მედიის წარმომადგენლები ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულა.
"რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდა. შარშან მაგალითად, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს, 74 მკვლელობა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა ნამდვილად. კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ციფრებია, რომლების დევს ღიად ჩვენს საიტზე, შეხედეთ.... სხვა კითხვა დამისვით".- თქვა გომელაურმა.