ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში - ვაშაძე "ქართულ ოცნებას"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" მისი ოჯახის დაშინებას ცდილობს და სწორედ ამიტომ მიადგა ფინანსური პოლიცია მისი ძმის, დავით ვაშაძის სასტუმროს, სადაც ქოლ-ცენტრებს ეძებდნენ.
გიორგი ვაშაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერსში სუს-ის ხელი ურევია, რომელიც მისი ოჯახისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას ცდილობს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ამით რუსული ოცნება მას ვერ შეაშინებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეები ციხეში აღმოჩნდნენ.
ჩემს ძმას ამ შენობაში 10 ნომრიანი სასტუმრო აქვს, ვსო, მეტი არაფერი. ვინც გამოკითხეს, ყველა ამბობს, რომ სრულიად ახალი გახსნილია ეს ცენტრი, როგორც ჩანს იქ. მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სპეცოპერაცია დაგეგმა სუს-მა, იმიტომ, რომ ამხელა სკანდალის შემდეგ ახლა გახსნილიყო ახალი ოფისები ქოლ-ცენტრების, ხომ წარმოუდგენელია? თვითონ დაგეგმეს, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მოიტანონ რეპუტაციული ზიანი. ამასტან გვაქვს საქმე. რამე კავშირი რომ გვქონდეს ქოლ-ცენტრებთან, ხომ გესმით, პირველი დაგვაკავებდნენ. ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ. როგორც ახასიათებთ, დაიწყებენ თავისი ტროლ-ბოტებით ატასნაირი ბინძურ კამპანიას დაიწყებენ ჩემს წინააღმდეგ. მე ბევრჯერ მაქვს მაქვს ნათქვამი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში ვართ. ბრძოლაში ვართ რუსულ რეჟიმტან, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. მაგრამ პრიდაპირ ვეუბნები, რომ მე ამით ვერ გამაჩერებთ, ყველა დანაშაულზე პასუხს გაგებინებთ. ეს დეზინფორმაციები ჩვენ არ შეგვაშინებს, პირიქითმ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იყოს ბოლომდე მიყვანილი და თქვენ, ვინც დარწმუნებული ვარ, ახლა მიყურებთ, ჩაჯდეთ ციხეში. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ ეთერში ვიზახი, ფეხებს ვერ მომჭამთ".- ამბობს ვაშაძე.