ბატონო ირაკლი, უმრავლესობის პრემიერი ხართ? - ღარიბაშვილი კითხვებს გაექცა

05.05.23 15:01
ბატონო ირაკლი, უმრავლესობის პრემიერი ხართ? - ღარიბაშვილი კითხვებს გაექცა

მხოლოდ უმრავლესობის პრემიერი ხართ? თქვენ ამბობსთ, რომ ადამიანები თანასწორები არ არიან? - უნგრეთში გაკეთებულ განცხადებებზე დასმულ კითხვებს საქართველოს პრემიერი- მინისტრი გაექცა.

ირაკლი ღარიბაშივილი, რომელსაც მისვე პოლიტური ჯგუფის წევრები აკრიტიკებენ, დღეს დუმილის რეჟიმში იყო.

ღარიბაშვილის დაცვა შს მინისტრს მოუწია, რომელიც დღეს დიდი ხნის პაუზის შემდეგ, შს მინისტრი კამერების წინ გამოჩნდა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პოლიცელების კორპუსების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ბატონმა პრემიერმა. დაცულია უმცირესობაც, უმრავლესობაც და ყველა ძალიან კარგად". - ამბობს გომელაური. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) გამოსვლისას თქვა, რომ ის უმრავლესობის პრემიერია.