"ქოლ-ცენტრებს" ჩვენ თუ ვმფარველობთ, მაშინ გიჟები ვართ, რატომ ვკეტავთ? - შს მინისტრი

05.05.23 15:30
"ქოლ-ცენტრებს" ჩვენ თუ ვმფარველობთ, მაშინ გიჟები ვართ, რატომ ვკეტავთ? - შს მინისტრი

მფარველობს თუ არა "ქართული ოცნება" ქოლ-ცენტრებს - შს მინისტრი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ქოლ-ცენტრებს არ მფარველობს და სწორედ ამიტომ ხდება ახალი, სავარაუდო, ქოლ-ცენტრების აღმოჩენა ქვეყანაში.

აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ფინანსური პოლიცია, შსს და სხვა უწყებები ვმუშაობთ, რათა დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში ასეთმა ბიზნესმა. ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, მაშინ გიჟები ვართ? რატომ ვკეტავთ? ჩვენი თუა არ დავხურავდით. გეტყვით, რომ ჩვენ ვააშკარავებთ მათ. დაველოდოთ გამოძიებას,”- განაცხადა გომელაურმა.

"პირველებმა" ვახტანგ გომელაურს დავით კეზერაშვილს შესახებაც ჰკითხა, გამოიკვეთა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობა ქოლ-ცენტრების საქმეში.

შს მინისტრი ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ატარებს და მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.