ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა
ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში მიმართავენ. მიზეზი "ოცნების" დემარში და საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებაა.
"მას შემდეგ რაც "ოცნებამ" კონსტიტუცია და რეგლამენტი დაარღვია და ყველაფერი გააკეთა, რომ არ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და გადაეფარა სასამართლოში კლანს, ჩვენ, ოპოზიციამ, გადავწყვიტეთ რომ საკონსტიტუციოში სარჩელი შევიტანოთ და შევახსენეთ, ბატონ სპიკერს, რომელმაც არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რომ შევხდებით საკონსტიტუციო სასამართლოში". - ამბობს ხათუნა სამნიძე.
უკვე რამდენიმე კვირაა, ოპოზიციაა მოსმარათლეთა საქმიანობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა "ოცნება" კონსტიტუციას და რეგლამენტს ერთდროულად არღვევს.