ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რომ ოჯახზე და სარწმუნოებაზე ლაპარაკი რუსეთუმეობა ყოფილა - მეუფე იაკობი

06.05.23 13:20
ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რომ ოჯახზე და სარწმუნოებაზე ლაპარაკი რუსეთუმეობა ყოფილა - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის დღევანდელი ქადაგება პრემიერის გამართლებას და მხარდაჭერას დაეთმო.

მეუფე იაკობმა, ღარიბაშვილს, ბუდაპეშტში ოჯახის სიწმინდეზე და სარწმუნოებაზე საუბარი შეუქო და ტვინგამორეცხილებად მოიხსენია ი ადამიანები, ვინც პრემიერს რუსეთუმეობა დასწამა.

გარეთ რა ხდება იმისი არ მიკვირს, მე მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ისეთი აზრები, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე,  ადამიანი თუ ლაპარაკობს ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, თუ ლაპარაკობ მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში არამარტო შენში, არამედ შენს ხალხშიც ეს იყოს, ხომ? თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა , ეს ყოფილა როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა" - თქვა მეუფემ.