რუსეთმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს საქართელოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევდა
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ რუსეთი იმ რეკომენდაციასაც ხსნის, რომლის მიხედვითაც საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს, 10 მაისს გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.