რუსეთის გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი - გახარია
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პუტინის გადაწყვეტილებას ტვიტერზე ეხმაურება და ამბობს, რომ ვიზების რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია.
პარტია "საქართველოსთის" ლიდერი პირდაპირ წერს, რომ ივანიშვილი, საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას
რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი, საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ".- წერს გახარია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.
პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.