"დილემის წინაშე დაგვაყენეს" - სარჯველაძე ევროპელ-სოციალისტების დატოვებაზე

12.05.23 16:08
"დილემის წინაშე დაგვაყენეს" - სარჯველაძე ევროპელ-სოციალისტების დატოვებაზე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ევროპელ-სოციალისტურმა პარტიამ "ქართული ოცნება" ოჯახის პატივისცემის გამო გააკრიტიკა. სახელისუფლებო გუნდის წევრის მტკიცებით, ევროპულმა პარტიამ ისინი დილემის წინაშე დააყენა. 

სარჯველაძე ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშილს უნგრეთში სიტყვის გამოსვლისას ისეთი არაფერი უთქვამს, რაც კრიტიკას დაიმსახურებდა. 

პრაქტიკულად, დილემის დონეზე დასვეს, რომ ოჯახს თუ პატივს სცემ, შენ ჩემთან არაფერი გესაქმება. ის, რის გამც პრეტენზიები გაუჩნდათ, ეს იყო, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა. პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლაში მე არ მგონია, რომ ერთი ციტატა მაინც არსებობდეს ისეთი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება რაიმე კრიტიკას იმსახურებდე. შესაბამისად, აბსოლუტურად სწორი ღირებულებების სისტემა იყო ჩამოყალიბებული და ამის ირგვლივ იტრიალა ადამიანმა თავის გამოსვლაში. ამის გულისთის თუ ვიღებთ კრიტიკას და დილემის წინაშე გაყენებენ, ბუნებრივია, ეს გავალდებულებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ, ბუნებრივია, არავითარი მოცემულობა არ არსებობს, არავითარი იდეა არ არსებობს, რომლის გამოც სადაც არ უნდიხარ, იქ ჩერდებოდე, - ამბობს სარჯველაძე.