კლანის მხარდამჭერი მოსამართლეები სანქცირებულ შეფებთან ერთად რესტორანში მოლხენას აგრძელებენ
მოსამართლეები გორში მოლხენას აგრძელებენ. უკვე ორ საათზე მეტია კლანის მხარდამჭერი მოსამართლეები რესტორანში სანქცირებულ შეფებთან ერთად დიდ თავყრილობას ესწრებიან.
"ნაჭარმაგევში" მოსამართლეები ავტობუსებით ჩაიყვანეს. ადგილზე მედიის გამოჩენის შემდეგ კი რესტორნის კარი საგულდაგულოდ ჩაკეეტეს. მოსამართლეები გარეთ არ გამოდიან. შესაბამისად, ჟურნალისტებს მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ აქვთ.