სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - რატი ბრეგაძე

12.05.23 17:04
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბრეგაძის განცხადებით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.

„დღეს გამოქვეყნდა სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურანლოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 10 აპრილს გაიგზავნა. ინფორმაცია კი მეორე დღეს გახდა ცნობილი.