ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ენმ-ში ბრიფინგი ჩაინიშნა - საგანგებო განცხადებას გააკეთებს გიული ალასანიაც
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე 18:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
19:30 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში.
ახლა საინტერესოა რა გეგმა აქვთ და რა ნაბიჯებს გადადგამს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად.