"ამორალურობაში გადადიხართ" - ლელა ჭანიაზე დასმულმა კითხვამ მურუსიძე წყობიდან გამოიყვანა

12.05.23 17:32
"ამორალურობაში გადადიხართ" - ლელა ჭანიაზე დასმულმა კითხვამ მურუსიძე წყობიდან გამოიყვანა

"ამორალურობაში გადადიხართ" - ლელა ჭანიაზე დასმულმა კითხვამ ლევან მურუსიძე წყობიდან გამოიყვანა.

მოსამართლის თქმით, ლელა ჭანია გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლეების საზეიმო შეკრებაზე არ იმყოფება.

აქ არ იმყოფება, არც ყოფილა ჭანია შეკრების ორგანიზატორი. ამ გოგოს დაანებეთ თავი რა. საერთოდ, რა მიკვირს იცით, ამორალურობაში გადადიხართ.

დასანქცირდა თუ არა მურუსიძესთან ერთად ლელა ჭანიაც, მოსამართლე "პირველებს" პასუხოსბ, რომ არ იცის ვინ დასანქცირდა.

არ ვიცი მე ვინ დასანქცირდა. დედაჩემი დასანქცირდა და ჩემი და". - ამბობს მურუსიძე.

ცნობისთის, ლელა ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი გავლენებით სარგებლობს და მას მოსამართლეები რუხ კარდინალს უწოდებენ. ჭანია წლებია ლევან მურისიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. 

ამ წუთებში, კლანის მხარდამჭერი მოსამართლეები სანქცირებულ შეფებთან ერთად გორში, რესტორანში მოლხენას აგრძელებენ.