საქართველო, ამჟამად, აღარ არის ევროპის პრიორიტეტი - კალიურანდი
დარტყმა ევროპულ მომავალზე - ევროპარლამენტარები "პირველებს" უყვებიან, რომ "ქართული ოცნების" დემარში პარტნიორებთან ურთიერთობას გაართულებს და შესაძლოა, დარტყმა მიაყენოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პერსპექტივასაც.
დასავლეთისთვის გაუგებარი აღმოჩნდა "ოცნების" გადაწყვეტილებაა, დაეტოვებინათ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ერთადერთი იყო, ვისთანაც თანამშრომლობდნენ.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი "პირველებთან" საუაბრში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო ამჟამად აღარ არის ევროპის პრიორიტეტი.
ევროპის პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მხარდამჭერების მოზიდვაა. განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველო სტატუსს ელოდება. ეს პოლიტიკური განაცხადია თქვენი მხრიდან და თუ თქვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ან გქონდეთ სტატუსი, მაშინ თქვენ იმდენი მეგობარი უნდა გყავდეთ ევროკავშირში, იმდენი მხარდამჭერი, რამდენიც საჭირო იქნება. საქართველოს ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება მეგობრები და თითოეული მეგობარი მნიშნველოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს.
გაუგებარია, ქვეყანა რომელსაც უნდა ინტეგრაცია, რატომ იქცევა ასე. საქართველოს მეგობრები სჭირდება.და დემოკრატია ყველა პოლიტიკური პარტიის მოსმენაა.
მე ვწუხვარ, რომ ამას გეუბნებით, საქართველო ამჟამად აღარ არის ევროპის პრიორიტეტი. უფრო და უფრო მეტი დეპუტატი ევროპარლამენტში შეშფოთებულია შიდა საქმეებით, ინფლაციით, განათლების ფასით, მაღალი ფასებით. და ასეთ საკმაოდ რთულ დროს თქვენ გჭირდებათ მეტი კავშირი ევროპელ პოლიტიკოსებთან, რომ გამოჩნდეთ, ისაუბროთ, მოუსმინოთ - იმიტომ რომ საბოლოოდ ეს ამ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, მიგიღებთ თუ არა ევროკავშირში.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში და განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, ვხედავთ ნაბიჯ ნაბიჯ როგორ მიდის უკან საქართველო". - ამბობს მარინა კალიურანდი.