იდეოლოგია "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" კი არა "ოცნებამ" შეიცვალა - გრეგოროვა

12.05.23 17:55
იდეოლოგია "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" კი არა "ოცნებამ" შეიცვალა - გრეგოროვა

დასავლეთისთვის გაუგებარი აღმოჩნდა "ოცნების" გადაწყვეტილებაა, დაეტოვებინათ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ერთადერთი იყო, ვისთანაც თანამშრომლობდნენ. გავლენიანი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "პირველებთან" ამბობს, რომ იდეოლოგია არა ევროპის სოციალისტურმა პარტიამ, არამედ "ქართულმა ოცნებამ" იცვალა. 

გრეგოპროვას თქმით, ხელისუფლებაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მათ მიერ ვიქტორ ორბანის ქება-დიდება და მხარდაჭერა ევროპაში ვინმესთვის მისაღები იქნება.

მე ვფიქრობ, რომ იდეოლოგია "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" კი არა "ქართულმა ოცნებამ" შეიცვალა. 
სოციალისტებშიც არიან ლიბერალებიც, კონსერვატიულებიც, გარკვეული ხარისხით კონსერვატიზმი ამ პარტიაში წარმოადგენილია, თუმცა აქ მთავარი გამყოფი ვიქტორ ორბანია. რა თქმა უნდა, სოციალისტებისთვის, რომლებიც მემარცხენეები არიან ორბანის ქება-დიდება და მხარდაჭერა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ ყველამ კარგად იცის, როგორ დაიწყო ეს პროცესი. 
ეს გააცივებს პერსონალურ ურთიერთობებსაც კი, ასევე ღარიბაშვილსა და ჩვენს შორის. ამან შესაძლოა, უფრო გაართულოს კომუნიკაცია და ღიაობა და თანამშრომლობის სურვილი. მაგრამ იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება სტატუსსზე გავლენას არ მოახდენს". - ამბობს გრეგოროვა.