"მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვან არჩევნებზე" - მელია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

12.05.23 18:05
"მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვან არჩევნებზე" - მელია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სწორედ ასეთ რთული სიტუაციებისთვის იყო საჭირო, რომ პარტიაში დაპირისპირების კერა აღმოფხვრილიყო.

მელია მოუწოდებს ენმ-ს ახალ მენეჯმენტს, რომ  უარი თქვან შიდა პარტიულ არჩევნებზე და  გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე.
სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.
ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.
მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები"!- წერს ნიკა მელია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ევროსასამართლოს გაგაწყვეტილებით, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.