სასამართლოს სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობაში ეჭვი არ შეუტანია, კუდების გამობმა საჭირო არ არის - ადვოკატი
მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. საქმე ეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს ვარსავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.
შოთა თუთბერიძის განმარტებით, ხელისუფლების წარმოამდგენლების მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი უადგილოა, რადგან საკითხი მხოლოდ დროებით ღონისძიებას ეხებოდა, ხოლო სარჩელის განხილვა საქმის მეორე ეტაპია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს პასუხთან დაკავშირებით და ის ბუნდვანება გავფანტო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, იუსტიციის სამინისტრომ დღავენდელი ბრიფინგით. ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს, ეს გახლდათ ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარე, ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში როგორც მინიმუმ მანამ, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება, - განაცხადა თუთბერიძემ.
პატიმარი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ევროსასამართლოს სააკაშილის მძმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში ეჭვი არ შეუტანია და ხელისუფლების მხირდან კუდების გამობმა საჭირო არ არის.
სამართლებრივი ბრძლა სააკაშვილის საქმეზე არათუ გრძელდება, არამედ შედის გადამწყვეტ ფაზაში და მეტიც, ევროსასამართლოს ამ პასუხს, ამ შეტყობინებას საქართველოს ხელისუფლებამ არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კუდები უნდა გამოაბას, იმიტომ, რომ სასამართლოს არცერთი წუთით არ შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში და სასამართლოს არერთიწუთით არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები საქართველოშ არ ილახება, - თქვა ადვოკატმა.