აპირებს თუ არა "ოცნება" სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას?
აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას? - იუსტიციის მინისტრმა დღეს ,პრაქტიკულად, დაანონსა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და მხოლოდ ექიმების დასკვნას ელოდება. რატი ბრეგაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილება საკაშვილის სარჩელზე გახდა ცნობილი. ევროსასამართლომ უარი თქვა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე და საქართველოს ხელისუფლებას არ დაავალა მისი ვარშავაში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანა.
ადვოკატები განმრტავენ, რომ ეს არ არის საბოლოო ვერდიქტი და მთავარი გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ევროსასამართლო საქმის არსებით განხილვას დაასრულებს. ანუ დაადგენს, დაირღვა თუ არა მისი უფლებები პატიმრობის დროს და საჭიროებს თუ არა საზღვარგარეთ მკურნალობას.
თავად მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას "ვივა-მედის" პალატიდან გამოეხმაურა, სადაც ის უკვე ერთი წელია იმყოფება. "ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის გრძელდება," - წერს პატიმარი პრეზიდენტი.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.