ნიკა მელია პარტიიდან გარიცხვის ზღვარზე? -ახალი დაპირისპირება ენმ-ში
ნიკა მელია პარტიიდან გარიცხვის ზღვარზეა. საბოლოო ვერდიქტი ახლა ლევან ხაბეიშვილმა უნდა მიიღოს. ყველაფერი გუშინ დაიწყო, როცა მელიამ დუმილი სკანდალური განცხადებით დაარღვია და "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ მმართველად კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად, ზურაბ ადეიშვილიც დაასახელა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მელიამ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ადეიშვილი ახსენა და პარტიის შიგნით გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადა. ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის ჯგუფის მთავარი მიზანი მისი პარტიიდან გაგდება იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისში მყოფი მერაბიშვილი "პირველების" კამერასთან არ ჩნდება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.