დასანქცირებულმა მურუსიძემ მოსამართლეები გორის რესტორანში დაპატიჟა - რას აღნიშნავს კლანი?

12.05.23 20:28
დასანქცირებულმა მურუსიძემ მოსამართლეები გორის რესტორანში დაპატიჟა - რას აღნიშნავს კლანი?

დასანქცირებულ  ლევან მურუსიძეს გორის რესტორანში რიანასა და ბრუნო მარსის მოსმენა უნდოდა. სურვილი კლანის ბოსმა "პირველებს" გაუმხილა.  მურუსიძე უკვე 6 საათია გორის რესტორან "ნაჭარმაგევში" ქეიფობს.

კლანის შეფმა მოსამართლეები დღეს დაპატიჟა და ამით მოჩვენებითი ერთობის დემონსტრირებას შეეცადა. მოსამართლეების ნაწილმა რესტორანი უკვე დატოვა. ყველა მათგანი მურუსიძემ პირადად, ძალიან თბილად  გააცილა. 

რა ექეიფება მძიმე დანაშაულებებში მხილებულ კლანს ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.