მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა - პრეზიდენტი

12.05.23 19:35
მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ვარშავასი სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა, მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის კანდიატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანი იყო, ქვეყნის რეპუტაიციას ზიანი არ მიყენებოდა. 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.  
მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მითუმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. 
ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, - წერს პრეზიდენტი. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.