ახალი სანქციების მოლოდინში - საქართველოს აეროპორტები შესაძლოა, მკაცრი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდეს
ახალი სანქციების მოლოდინში - საქართველოს აეროპორტები შესაძლოა, მკაცრი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდეს. მიზეზი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხია. სახელმწიფო დეპარტამენტში ღიად განაცხადეს, რომ ქართული აეროპორტები შავი სიის კანდიდატები არიან. სანქციების ქვეშ შესაძლოა, მოხვდნენ ის ქართული ავიაკომპანიებიც, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დაიწყებენ. მათთვის ევროპული ცა ჩაიკეტება.
ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, დაიცვას საქართელოს მოსახლეობის ინტერესები და არ გაუხსნას ცა რუსულ ავიაციას.
მოსალოდნელ სანქციებზე გაფრთხილება მხოლოდ შეერთებული შტატებიდან არ მოდის. ევროკავშირი თბილისში სანქციების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.