"ოცნების" დემარში ევროპას - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის ღირსება დაიცვა

12.05.23 20:42
"ოცნების" დემარში ევროპას - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხის ღირსება დაიცვა

"ქართული ოცნების" დემარშს ევროპელი პარტნიორები ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებად აფასებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის დატოვება  კანდიდატის  სტატუსის მიღებაზე ცუდად აისახება. დასავლეთიდან  "ოცნებას" უკვე  უთხრეს, რომ პარტია ევროპული ოცნებისგან შორს დგას.

ხელისუფლებას ეს მწვავე კრიტიკა პოზიციას არ აცვლევინებს. "ოცნება'" ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველი ხალხის ღირსება  რწმენა და ეროვნული ინტერესები დაიცვა.

ივანიშვილის პარტიამ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფთან საერთო ენა მას შემდეგ ვეღარ გამონახა, რაც ოლიგარქის წინააღმდეგ მომზადებულ რეზოლუციაზე ევროპელი სოციალისტების ხელმოწერაც გაჩნდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.