ენმ საქართველოსთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრძოლას განაგრძობს - ხაბეიშვილი

12.05.23 20:27
ენმ საქართველოსთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრძოლას განაგრძობს - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პროპაგანდას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმდჯომარის განმარტებით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ არ გადაყვანასთან დაკავშირებით მიიღო და საქმის არსებითი განხილვა ჯერ კიდევ წინ არის. 

საქართველოში მატყუარების პარტია, როგორც ყოველთვის, ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ ეს სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმდჯომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდა სჩვევია. ამიტომ, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. ანუ მნიშვნელოვანია, რომ სტრაბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელბდება, - განაცხაა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ენმ-ს თავმდჯომარე მესამე პრეზიდენტის და სრულიად საქართელოს გათვაისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების გათვაისუფლებისთვის და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.