"არასოდეს გვითქვამს, რომ ჯანმრთელია" - "ვივა მედი" სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს

13.05.23 11:43
"არასოდეს გვითქვამს, რომ ჯანმრთელია" - "ვივა მედი" სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს

"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს. 

კლინინური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ კლინიკას არასოდეს უთქვამს, რომ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელია და მისი თქმით, საკაშვილის მდგომარეობა არ ექვემდებარება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას. 

ამჟამად პაციენტი იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა. შეთავაზებული აქვს შესაბამისი მკურნალობა. იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩცვენგან. ამ ადამიანს აქვს დაავადებები და შეთავაზებული აქვს სრულიად ადეკვატური მკურნალობა, რაც გაითვალისწინა და აღიარა სტრასბურგმა". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

გუშინ, იუსტიციის მინისტრმა ფაქტრობივად დააანონსა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში დაბრუნებას უპირებს.