იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ - ხაბეიშვილი მელიას პასუხობს
ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელია ხელმოცარული პოლიტიკოსია. "ნაცმოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ წინამორბედი, "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ხაბეიშილისთვის მელიას ბრალდებები, რომ პარტიას მერაბიშილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი არაფორმალურად მართავენ - ჭორაობას და გუნდის ლანძღვას ნიშნავს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიიდან მელიას გარიცხავს არ გეგმავს. თუმცა მიიჩნევს რომ მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.
წარმოუდგენელია, რომ შიდა დემოკრატიული არჩევნები პარტიას აზიანებდეს და თურმე, ჭორაობა და პარტიის ლანძღვა გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ და იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას. საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი. ხაზს ვუსვამ, როდესაც ამბობენ, რომ პარტია შიდა დემოკრატიით დაზიანდება და ამასობაში, ეთერს არ ტოვებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ ზედ არ გადაუარონ, რომ ტალახში არ გასვარონ და თურმე, ეს ყოფილა პარტიის გაძლიერების გეგმა.
ჩემი აზრით, მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“- ამბობს ხაბეიშვილი