გარდაბანში მამის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია
გარდაბანში მამის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. 21 წლის ბიჭთან გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად გასაცნობად დღეს შევლენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ახლა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის დანაშაულს აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა დედის დასაცავად მოკლა, რადგან 50 წელს გადაცილებული კაცი, საკუთარ ცოლზეეე თვეების განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. დაკავებული კაცის გათავისუფლებას ახლა სოფელი ითხოვს.