მოვუწოდებ დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან რეპუტაციული ზიანი - პაპუაშვილი

13.05.23 12:29
მოვუწოდებ დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან რეპუტაციული ზიანი - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“  ეხმაურება.

წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ ამ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოსა და მის ხალხს" - წერს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გუშინ განაცხადა, რომ „დადასტურდა სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.

რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.