კლანი ახლა მოსამართლეების დარაზმვას და გუნდის შეკვრას ცდილობს - წიქარიშვილი

13.05.23 12:37
კლანი ახლა მოსამართლეების დარაზმვას და გუნდის შეკვრას ცდილობს - წიქარიშვილი

იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ კლანი ახლა მოსამართლეების დარაზმვას და გუნდის შეკვრას ცდილობს.

წიქარიშვილის თქმით, ამას დასანქცირებული კლანი იმიტომ ცდილობს, რომ მოსამართლეებში  ბზარი არ გაჩნდეს და მათ ამერიკის და დასავლეთის პოზიციების მხარე არ დაიკავონ.

ეს არის კლანის ირგვლივ მოსამართლეთა კორპუსის დარაზმვის მცდელობა. კლანი ცდილობს, მოსამართლეებს უთხრას, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენი ვართ ყველა ერთი ბედის ქვეშ. შესაბამისად, სანქციები ჩვენთვის არაფერი არ  არის, თუ ერთად ვიდგებით. კლანი ცდილობს, რომ მოსამართლეებში არ გაჩნდეს ბზარი, იქ არ გაჩნდეს ალტერნატიული ჯგუფები, რომლებიც ამერიკული სანქციების და დასავლეთის პოზიციის მხარეს დაიკავებენ". - ამბობს წიქარიშვილი.

კლანის შეფმა მურუსიძემ მოსამართლეები გუშინგორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" დაპატიჟა და ამით ერთობის დემონსტრირებას შეეცადა.