მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - წულუკიანი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

13.05.23 12:45
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - წულუკიანი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. 

"მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ვინაიდან არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად, არის თუ არა პატიმარი და მისი სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში, სამოქალაქო სექტორში. ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო  დაცული და თუ ვინმე არ იცავდა  ამ კრიტერიუმებს იყო თავად სააკაშვილი,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბრეგაძის განცხადებით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.