ვინ არის მოსამართლე, რომელიც გუშინ რესტორანში კოლეგებთან ერთად არ იმყოფებოდა და რა უთხრა მან "პირველებს"

13.05.23 13:15
ვინ არის მოსამართლე, რომელიც გუშინ რესტორანში კოლეგებთან ერთად არ იმყოფებოდა და რა უთხრა მან "პირველებს"

"პირველებმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც გუშინ, გორში რესტორან "ნაჭარმაგევში" არ იმყოფებოდა შოთა გეწაძეა.

გეწაძე ამბობს, რომ მისი რესტორანში არყოფნის მიზეზი მივლინებაა, რომელშიც ის იმყოფებნოდა და სწორედ ამის გამო ვერ შეუერთდა კოლეგებს. 

მე არ ვიყავი საქართველოში, ცოტა ხნის წინ ჩამოვფერინდი. ერთი კვირით სამსახურეობრივი მივლინებით ვიყავი მივლინებაში. თუმცა კოლეგების შეკრების შესახებ ინფორმირებული ვიყავი". - ამბობს მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსებით გორში ჩაყვანილ მოსამართლეთა შორის არავის დაუნახავს ისინი, ვინც თავის დროზე მურუსიძე-ჩინჩალაძეს ზურგი აქციეს და ამერიკაში მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.