პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის გზავნილი არ გახმოვანდა - ალასანიამ "ვივა მედი" უკომენტაროდ დატოვა
გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედი" უკომენტაროდ დატოვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მესამე პრეზიდენტის დედამ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ალასანიას ამ ქმედებამ გააჩინა განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სურდა, მისი გზავნილი სტარსბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დედას საკნადქცეული პალატიდან გამოეტანა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის განცხადებით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება ფეისბუკის გევრდზე გაავრცელა თავად დაპატიმრებულმა პრეზიდენტმაც.