სტრასბურგს სააკაშვილის საქმეზე ინსტიტუციონალიზებული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ევროპელი ექიმები ჯგუფი მიზანმიმართულად არ დაუშვა სააკაშვილთან, რათა სტრასბურგის სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია არ ჰქონოდა.
მთავარი პრობლემა აქ არის, რომ ევროპელი ექიმების არდაშვებამ მიხეილ სააკაშვილთან გამოიწვია ის, რომ სტრასბურგს არ აქვს ინსტიტუციონალიზებული გადაწყვეტილება მიღებული მის რეალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ამ ღონისძიებას გამოიყენებდა. თუმცა, სტრასბურგში გრძელდება ამ საქმეზე მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება დადგინდება. სწორედ ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართუალდ შეაფერხა ევროპელი ექიმების საექსპერტო ჯგუფის შესვლა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დასკვნას გააკეთებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით". - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის განცხადებით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.