სანქცირებული მოსამართლეების გორში ქეიფი - როგორია "ოცნების" პირველი შეფასება

13.05.23 15:24
სანქცირებული მოსამართლეების გორში ქეიფი - როგორია "ოცნების" პირველი შეფასება

სანქცირებული მოსამართლეების გორში ქეიფი და ხმამაღალი განცხადებები "ქართულ ოცნებას" უხერხულობას არ უქმნის.

რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლეების გუშინდელ თავყრილობაზე პირველი შეფასება მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არ არიან მოქცეულნი.

თვითონ იმ მოსამართლის დამოკიდებულება როგორია სანქციებთან მიმართებაში, ეს მისი პოზიციაა. მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, არა იმიტომ, რომ მე ამაზე შეხედულება არ გამაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ეს არ იქნება კორექტული. მოსამართლეები არ არიან ხალხი, რომლებიც პოლიტიკოსების და საკანონმდებლო ხელისუფლების ქვეშ არ არიან მოქცეულნი". - ამბობს სარჯველაძე.