"არ ვემხრობით მატყუარა თავმჯდომარის პოლიტიკას" - უკონკურენტო გარემო ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებში

13.05.23 15:43
"არ ვემხრობით მატყუარა თავმჯდომარის პოლიტიკას" - უკონკურენტო გარემო ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებში

"ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული არჩევნები, ფაქტრობივად უკონკურენტო გარემოში მიდის. არჩევნებს  ნიკა მელიას ფლანგმა ბოიკოტი გამოუცხადა. შიდა ქართლში, კასპში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ნინო ზაქარაშვილი იყრის კენჭს. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერდა მხარს.

რაც შეეხება მელიას ფლანგს, კასპის საკრებულოს წევრი ენმ-დან გიორგი შარიფაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და არ დაემორჩილება მატყუარა თავმჯდომარის მითითებას. 

ორგანიზაციის თავმდჯომარეობის კანდიდატი არის ჩვენი შტაბის წევრი. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი იყო ნინო ზაქარაშვილი. მასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ის არის ბადრი ბასიშვილის და ლევან ხაბეიშვილის კადრი. მე და ჩემი მეგობრები არ ვემხრობით მატყუარა თავმჯდომარის პოლიტიკას. ის ამბობდა, რომ უნდა ყოფილიყო უწყვეტი აქციები და სააკაშვილის გათავისუფლებისთვის უნდა ებრძოლათ, დღეს მხოლოდ პარტიაში ხდება თანამდებობის მითვისება და სკამებისთვის ბრძოლა". - ამბობს შარიფაშვილი. 

ნინო ზაქარაშვილი კი ამბობს, რომ მელიას ფლანგმაევრ გაბედა, რომ ღია და გამჭვირვალე არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.