ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი და მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი - რუსული მედია

13.05.23 16:30
ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი და მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი - რუსული მედია

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ძრავაში გაჩენილი ცეცხლი იყო.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც ჩამოვარდა.